საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი გია ვოლსკი აცხადებს რომ ის მზად არის მხარი დაუჭიროს ირაკლი შოთაძის კანდიდატურას თუ მას პარლამენტს დასამტკიცებლად წარადგენენ. ვიცე-სპიკერის თქმით, საკადრო დეფიციტი, რაზეც ოპონენტები მიუთითებენ, არ არსებობს. რაც შეეხება სარალიძის საქმესთან დაკავშირებულ კრიტიკას, გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ მაშინ ირაკლი შოთაძის გადაწყვეტილება გადადგომის თაობაზე არასწორი იყო.
სარალიძის საქმესთან დაკავშირებით შოთაძემ გადადგომის გადაწყვეტილება მიიღო იმიტომ, რომ გავლენის თემაზე სპეკულაცია არ ყოფილიყო ოპოზიციის მხრიდან - განაცხადა ვოლსკიმ.