საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ საჭიროების შემთხვევაში ქვეყანაში საგანგებო მდომარეობა გამოცხადდება. მისივე თქმით, პარლამენტს მთავრობასთან მუდმივი კომუნიკაცია აქვს და თუ არსებული რეალობიდან გამომდინარე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება აუცილებელი დღის წესრიგში დადგება გადაწყვეტილება მიღებული იქნება.