საპარლამენტო უმრავლესობას პრეზიდენტთან კითხვები არ ექნება. როგორც უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რეგლამენტი კითხვებს არ ითვალისწინებს და ამიტომ დეპუტატები მოუსმენენ პრეზიდენტის მოხსენებას და შემდეგ მას შეაფასებენ. ამასთან მდინარაძემ ოპოზიციასაც მიმართა და მოუწოდა მათ პრეზიდენტის ყოვლეწლიურ მოხსენებას, რომელიც პარლამენტში 4 მარტს შედგება დაესწრონ.