ზვიად კუპრავას ცემის ფაქტს საპარალემნტო უმრავლესობა ოპოზიციას უკავშირებს.
როგორც ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი აცხადებს ზვიად კუპრავამ თავისი რესურსი ამოწურა და ოპოზიციამ მისი ცემა სათავისოდ გამოიყენა. მისივე თქმით, გამოუსადეგარი კადრის ცემა მხოლოდ იმ პარტიას აძლევს ხმას, ვისაც ხმამაღლა მოყვირალი ქალბატონი წარმოადგენს - ამ სიტყვებით ვოლსკი ირმა ნადირაშვილის ბრალდებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც კუპრავაზე თავდასხმის ავტორი ხელისუფლებაა.
ვოლსკი ასევე გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ზვიდ კუპრავა მნიშვნელოვან კორუფციულ სქემაზე მუშაობდა, რომლის გასაჯაროვებაც ხელისუფლებას არ აწყობს. ვოლსკის განცხადებით, თავდასხმა კუპრავას ვერ შეაჩერებს და თუ რაიმე ინფორმაციას ფლობს, მაინც გამოაქვეყნებს.