საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერები სენატორების განცხადებებს ეხმაურებიან.
დეპუტატ კახა კუჭავას განცხადებით, სენატში გამოხატული შეფასებების გათვალისწინებით, ოპოზიციას მოუწევს შემხვედრი ნაბიჯების გადადგმა შეთანხმებისთვის და მცდელობა, რომ მხოლოდ მოლაპარაკებებში მონაწილეობა იქნას წარმოჩენილი მათ მხრიდან კომპრომისად, საკმარისი არ და ვერ იქნება. როგორც კუჭავამ აღნიშნა, შეთანხმება უნდა იქნას მიღწეული და ოპოზიცია აუცილებლად უნდა შევიდეს პარლამენტში.
დეპუტატი მიხეილ სარჯველაძეც თვლის რომ სენატორების მთავარი გზავნილია ოპოზიციამ გადახედოს საკუთარ დამოკიდებულას მოლაპარაკებების პროცესში, სარჯველაძის თქმით ყველამ უნდა გააკეთოს შესაბამისი დასკვნები, პირველ რიგში კი ოპზიციურმა ფლანგმა.