საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერები აირაის კვლევის შედეგებს აფასებენ.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე აცხადებს, მმართველ გუნდს სჯერა საკუთარი მხარდამჭერების და ენდობიან მოქალაქეებს და დარწმუნებულები არიან, რომ ქართული ოცნება არჩევნებში დამაჯერებელი ანგარიშით გაიმარჯვებს.
პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე კი მიიჩნევს, რომ ორგანიზაციამ რომელმაც ვერ გაარკვიან 27 პროცენტი ვის უჭერს მხარს, ასეთი ორგანიზაცია უთავმოყვარეოა. როგორც კობახიძე განმარტავს, მხედველობაში აქვს CRRC და IPM, რომლებიც უშუალოდ აგროვებენ ინფორმაციას.
"საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის" (IRI)-ს მიერ ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, გამოკითხულთა 36% არჩევნებზე მხარს „ქართულ ოცნებას“, 15% კი - „ნაციონალურ მოძრაობას“ უჭერს.