საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი რიგგარეშე სხდომის დანიშვნას ითხოვს. მათი შეფასებით, აუცილებელია ოპოზიციამ დროულად წარმოადგინოს ინიციატივები, რომლებიც პარლამენტში 12 პუნქტიანი გეგმის შესასრულებლად უნდა შეიტანონ.
"ლელოს" პოლიტიკური მდივნის სალომე სამადაშვილის განცხადებით ევროკავშირის მოთხოვნების შესრულება არანაირად არ ნიშნავს იმ აბსურდულ პროცესს, რომელიც კობახიძემ გააჟღერა. არამედ მოითხოვს კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას.
პარტია "გირჩი" ამ პუნქტების შესრულების საწყისად საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას მიიჩნევს.
"სტრატეგია აღმაშენებელი" რიგგარეშე სხდომების ჩანიშვნას არ ეთანხმება და საკუთარი გეგმის წარდგენას უახლოეს პერიოდში გეგმავს.