"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, სალომე სამადაშვილის შეფასებით, გერმანიის ელჩის ზოგიერთი განცხადება შეცდომის ნიშნებს ატარებს. ოპოზიციონერი დეპუტატის თქმით, ჰუბერტ ქნირში ძალიან გამოცდილი ელჩია, თუმცა შეცდომა გამოცდილ დიპლომატებსაც მოსდით. სამადაშვილი თვლის, რომ ყველას აქვს უფლება, გაიზიაროს ან არა სხვისი შეხედულება, იმის მიუხედავად, რა რანგის მატარებელია ეს ადამიანი.
ამავე აზრს იზიარებს "ნაციონალური მოძრაობის" ფრაქციის თავმჯდომარე, რომან გოცირიძე, რომელიც ჰუბერტ ქნირშის კომპეტენტურობას ეჭვქვეშ არ აყენებს, თუმცა აცხადებს, რომ ის გარკვეულ საკითხებში შეცდა. მაგალითისთვის მას გერმანიის გამოსარჩლება მოჰყავს ელჩის სოფო კილაძისადმი, რომელსაც არასამთავრობო სექტორმა გაეროს ბავშვთა უფლებების კომიტეტის წევრობისთვის შეუფერებელი კანდიდატი უწოდა.
გარდა ამისა, დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია მიიჩნევს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებაზე არც ელჩის შემხვედრი კომენტარი იყო ნეიტრალური.