IRI-ის კვლევის თანახმად, კითხვაზე, შემდეგ კვირას საპარლამენტო არჩევნები რომ ტარდებოდეს, პირველ ადგილს 27 პროცენტით პარტია „ქართული ოცნება“ დაიკავებდა, - ასეთია IRI-ს კვლევის შედეგი. ამავე კვლევის თანახმად, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ 17 პროცენტს, ხოლო „ევროპული საქართველო“ 7 პროცენტს აიღებდა.
რაც შეეხება სხვა პარტიებს, მათი სია ასე გამოიყურება: „ლეიბორისტული პარტია - 5 %; „პატრიოტთა ალიანსი“ - 4%; „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო“ - 3%; „ახალი საქართველო“ - 2%; „თავისუფალი დემოკრატები“ 1%; "გირჩი"-1%.