2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივა პარლამენტში დღეს დარეგისტრირდება. ინიციატორები ფრაქცია “ქართული ოცნების” დეპუტატები არიან.
მმართველი გუნდი ოპოზიციას კომისიის საქმიანობაში ჩართვას, ხოლო კომისიის ფარგლებში საარჩევნო უბნების ხელახლა გადათვლასა და უბნებში არსებული ვიდეოკამერების ჩანაწერების გამოყენებას სთავაზობს.
ვიცე-სპიკერის კახა კუჭავას თქმიT, დროებითი საგამოძიებო კომისია ყველა დაინტერესებული სუბიექტის, საერთაშორისო პარტნიორის, ექსპერტების, პოლიტიკური პარტიების თუ შესაბამისი ორგანიზაციების მაქსიმალური ჩართულობით არჩევნების სრულფასოვან შეფასებას უზრუნველყოფს, სხვადასხვა ინსტრუმენტების - მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში უბნების მასშტაბური გადათვლის გამოყენებით.