რესპექტაბელური იერის მიუხედავად, მუსტანგი მეტად რთული ხასიათით, თავნება ზნით გამოირჩევა და პრაქტიკულად უმართავი, ძალიან რთულად ემორჩილება წვრთნას. მრავალრიცხოვანი წინაპრების და შერეული წარმომავლობის წყალობით იპოლოგებს დღესაც ძალიან უჭირთ პრერიების ველური ცხენის ძირითადი მახასიათებლების ჩამოყალიბება, თუმცა ყველა თანხმდება, რომ მუსტანგი საოცრად სწრაფი, ძლიერი და ამტანი ცხოველია.