საომარი მდგომარეობის ამოქმედებასთან დაკავშირებით, ჰეიდარ ალიევის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი მუშაობის შეზღუდულ რეჟიმზე გადავიდა.
აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, „აზერბაიჯანის ავიახაზების“ ბაქო-ნახიჩევანი-ბაქოს 30 სექტემბრამდე დაგეგმილი ყველა რეისი, ბაქო-ლონდონი-ბაქოს 1-ელი ოქტომბრისთვის დაგეგმილი რეისი და ბაქო-ბერლინი-ბაქოს 2 ოქტომბრისთვის დაგეგმილი რეისი გაუქმდა.
გარდა ამისა, გაუქმდა დუბაი-ბაქო-დუბაის, მოსკოვი-ბაქო-მოსკოვისა და მინსკი-ბაქო-მინსკის მიმართულებით დაგეგმილია ავიარეისებიც.