შსს-ს წარმომადგენლები საზოგადოებრივი მოძრაობის - "ძალა ერთობაშია" ინიციატორებსა და ორგანიზატორებს შეხვდნენ, რომლებიც საოკუპაციო ზოლის მიმდებარე ტერიტორიაზე პერმანენტულ გადაადგილებას გეგმავენ. უწყების ინფორმაციით, საოკუპაციო ზონა მაღალი რისკის არეალია და არ არის მიზანშეწონილი საზოგადოებრივი მოძრაობის - „ძალა ერთობაშია“ ინიციატივის განხორციელება.შსს-ს წარმომადგენლებმა აქციის ორგანიზატორებს ის რისკები და გამოწვევები განუმარტეს, რომლებიც მათ ინიციატივას უკავშირდება.