საოკუპაციო რეჟიმის მიერ კასპის მუნიციპალიტეტში დაკავებული ორი პირი გაათავისუფლეს - Palitra News

საოკუპაციო რეჟიმის მიერ კასპის მუნიციპალიტეტში დაკავებული ორი პირი გაათავისუფლეს

2019-03-14 20:12:37+04:00

საოკუპაციო რეჟიმის მიერ კასპის მუნიციპალიტეტში დაკავებული ორი პირი გაათავისუფლეს. ამის შესახებ ინფორმაცია „პალიტრანიუსს“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს.შეგახსენებთ, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა კასპის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ორი ახალგაზრდა მამაკაცი 13 მარტს, ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს.