საოკუპაციო რეჟიმის მიერ ე.წ. საზღვრის დარღვევის ბრალდებით დაკავებულ ხვიჩა მღებრიშვილს ცხინვალის ციხიდან დღეს გაათავისუფლებენ.
ერგნეთში ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფების გუშინდელი შეხვედრის შემდეგ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, ირაკლი ანთაძემ განაცხადა, რომ დღევანდელ შეხვედრაზე ქართულმა მხარემ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების უპირობოდ გათავისუფლება კიდევ ერთხელ მოითხოვა.
ანთაძის განმარტებით, შეხვედრაზე საუბარი იყო ბოლო პერიოდში საოკუპაციო ხაზთან ე.წ. ბორდერიზაციის პროცესის განახლების ფაქტებზეც.