საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული ექომისი მხარდასაჭერად საოკუპაციო ხაზთან აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები რესპუბლიკის მოდენაზე შეიკრიბნენ, რის შემდეგაც კოლონა სოფელ ოძისისკენ დაიძრა. ოჯახის წევრების მიერ ორგანიზებულ აქციაში ექიმები, სამოქალაქო აქტივისტები, პოლიტიკოსები მონაწილეობდნენ და რიგითი მოქალაქეები მონაწილეობდნენ. როგორ ოჯახის წევცრებმა განაცხადეს, ყოველი სიტყვა და ფრაზა, რომლითაც ექიმ ვაჟას მიმართ მხარდაჭერას გამოვხატავთ, აქ თუ თბილისში, არის დასაფიქრებელი, რადგან შეიძლება ვაჟა გაფრინდაშვილის საზიანოდ მოტრიალდეს. შეგახსენებთ ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი. საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა 9 ნოემბერს ე.წ. საზღვრის დარღვევის ბრალდებით დააკავეს. 12 ნოემბერს კი მას პატიმრობა შეეფარდა. ე.წ. სასამართლოში ბოლო პროცესი 13 დეკემბერს გაიმართა. ვაჟა გაფრინდაშვილი ისევ პატიმრობაში დატოვეს.