სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელ კოდისწყაროს განაპირას, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლების მიერ ორი მამაკაცის დაკავების ფაქტზე კომენტარს აკეთებს.
როგორც "პალიტრანიუსს" სუს-ში განუცხადეს, ორი პირი ე.წ. საზღვრის კვეთის ბრალდებითაა დაკავებული. მათივე ცნობით, ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. შეგახსენებთ, რომ ორი პირი საოკუპაციო ხაზთან გუშინ დააკავეს.