სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არ ადასტურებს, რომ საოკუპაციო ხაზთან შეიარაღებული ფორმიანების მობილიზება შეინიშნება.დილით გავრცელებული ინფორმაციით, ე.წ. სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვართან შეიარაღებული ფორმიანების მობილიზება შეინიშნებოდა და სოფლების: ახალუბნის, აძვის და ჯარიაშენის მცხოვრებლებს გამყოფი ხაზის სიახლოვეს მდებარე წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში მისვლა ეზღუდებოდათ. შარშან, 23 ნოემბერს, ე.წ. მესაზღვრეებმა ჯარიაშენის რამდენიმე მცხოვრებელი დააკავეს და მოსახლეობას საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს მდებარე ტაძრებთან მიახლოვება აუკრძალეს.