საოკუპაციო ძალებმა სოფელ ქვემო ჭალის მკვიდრი, 96 წლის მამაკაცი გაიტაცეს - Palitra News

საოკუპაციო ძალებმა სოფელ ქვემო ჭალის მკვიდრი, 96 წლის მამაკაცი გაიტაცეს

2019-12-16 15:52:32+04:00

საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალის მცხოვრები 96 წლის გორა ღარიბაშვილი გაიტაცეს. არსებული ინფორმაციით, კ ღარიბაშვილი ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით ცხინვალის იზოლატორშია გადაყვანილი.

კასპის მერიის ინფორმაციით, იგივე ბრალდებით, გორა ღარიბაშვილი შარშანაც იყო დაკავებული თუმცა მაშინ ცხინვალში არ გადაუყვანიათ. მათივე ცნობით, იგი ოკუპირებულ ახალგორში გადაიყვანეს და მალევე გაათავისუფლეს.

არსებული ინფორმაციით, საოკუპაციო ძალების მიერ გატაცებული 96 წლის გორა ღარიბაშვილის წინაპრების სასაფლაოები ოკუპირებულ ქსნის ხეობაშია დარჩენილი და ოჯახის წევრების თქმით, მოხუცს ხშირად აქვს ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლის მცდელობა.