საოკუპაციო ძალებმა სოფელ აძვის განაპირას 60 წლამდე მამაკაცი გაიტაცეს - Palitra News

საოკუპაციო ძალებმა სოფელ აძვის განაპირას 60 წლამდე მამაკაცი გაიტაცეს

2020-02-27 15:55:08+04:00

გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ აძვის განაპირას, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, 60 წლამდე მამაკაცი გაიტაცეს.

არსებული ინფორმაციით, მამაკაცი უკვე მესამედ არის ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით დაკავებული. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით საქმის კურსშია ყველა შესაბამისი უწყება, მათ შორის ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ამოქმედებულია ცხელი ხაზი.