ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. დელეგაცია ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მორიგი შეხვედრის ჩაშლის მიზეზებს განმარტავს. ე.წ. დელეგაციის ხელმძღვანელის ეგორ კოჩიევის განცხადებით, „მათ ქართული მხარისგან სოფელ წნელისთან პოსტის მოშორება და პროვოკაციების შეწყვეტა მოითხოვეს“. ამის შესახებ სააგენტო „რეს“-ი იუწყება.„სამხრეთ ოსეთის დელეგაციამ ამ საკითხის განხილვისას, შეწყვიტა და დატოვა დღევანდელი შეხვედრა, რადგან ქართული მხარე არ წამოვიდა კონსტრუქციულ დიალოგზე. შეხვედრის მონაწილეები დაიშალნენ ისე, რომ არც კი დაწყებულა საერთო დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვა",- განაცხადა კოჩიევმა.ამასთან, კოჩიევის განცხადებით, მათ დღევანდელ შეხვედრაზე პირობა წამოაყენეს, "ქართულმა მხრემ პარასკევს, 06:00 საათამდე გააუქმოს აღნიშნული უკანონო პოსტი"."იმ შემთხვევაში, თუ ეს არ შესრულდება, სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ხელისუფლება მიიღებს ყველა კანონიერ ზომას მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის და საზღვრის დაცვისთვის", - განაცხადა კოჩიევმა.