გორის მუნიციპალიტეტში, გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელ ქვეშის განაპირას, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ქვეშში მცხოვრები 28 წლის ზაქრო ბუთხიზი დააკავეს. დაკავების დეტალები უცნობია, თუმცა ოჯახის წევრების განცხადებით, ბუთხუზი სოფლის განაპირას მდებარე სახლში იმყოფებოდა. აღნიშნული მიწის ნაკვეთი ოკუპირებულ ტერიტორიაზე მდებარე სოფელ ზემო არცევს ესაზღვრება. ზაქრო ბუთხუზი 4 წლის წინაც იყო დაკავებული და დე ფაქტო რეჟიმის წარმომადგენლებმა მაშინ ე.წ. საზღვის უკანონოდ გადაკვეთაში დასდეს ბრალი.