კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელ კოდისწყაროს განაპირას, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ორი მამაკაცი გაიტაცეს. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ისინი დე ფაქტო რეჟიმის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადაიყვანეს. სოფლის მაცხოვრებლების ინფორმაციით, ზურაბ ტუხიაშვილი და რამაზ ზადიშვილი, სავარაუდოდ, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების - ყარაფილასა და კოდისწყაროს მიმდებარედ იმყოფებოდნენ, სადაც მათი გატაცება მოხდა.