საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გალის რაიონში საქართველოს მოქალაქე დააკავეს - Palitra News

საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გალის რაიონში საქართველოს მოქალაქე დააკავეს

2019-04-30 15:03:56+04:00

საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გალის რაიონში საქართველოს მოქალაქე დააკავეს. როგორც "პალიტრანიუსს" სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს, დაკავების ფაქტის შესახებ უკვე ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. არსებული ინფორმაციით, 33 წლის ზაზა შარია სოფელ თაგილონში, ე.წ. საზღვრის უკანონოდ კვეთის ბრალდებით აიყვანეს.