საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა დათა ვანიშვილის რამდენიმე ნათესავს დაკრძალვის ცერემონიაზე დასწრების ნება მისცეს - Palitra News

საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა დათა ვანიშვილის რამდენიმე ნათესავს დაკრძალვის ცერემონიაზე დასწრების ნება მისცეს

2021-03-22 14:47:39+04:00

საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, ხურვალეთში, დათა ვანიშვილის რამდენიმე ნათესავს დაკრძალვის ცერემონიაზე დასწრების ნება მისცეს.

როგორც ჟურნალისტებთან დათა ვანიშვილის შვილმა ნანა ვანიშვილმა განაცხადა, დაკრძალვას რამდენიმე ნათესავიც ესწრება, ხოლო დედამისი საკუთარი კარ-მიდამოს დატოვებას არ აპირებს.

ცნობისთვის, დათა ვანიშვილი 19 მარტს გარდაიცვალა. მას დღეს დაკრძალავენ.