საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები გუგუტიანთკარის განაპირას გამყოფ ხაზთან კვლავ გამოჩნდნენ, თუმცა ე.წ. სასაზღვრო ნაგებობების მონტაჟი ჯერ არ განუახლებიათ.
შეიარაღებული სამხედრო ფორმიანები გამყოფი ხაზის მეორე მხარეს საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მყოფ მედიის წარმომადგენლებს, ევროკავშირის მისიის მონიტორებს და შიდა ქართლის გუბერნიისა და გორის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლებს ინტენსიურ რეჟიმში ფოტოებს უღებენ.
შესამაბისი ტექნიკა, რომლითაც საფორტიფიკაციო ნაგებობების მოსაწყობად საჭირო ხელსაწყოები გადააქვთ, ჯერ არ გამოჩენილა. შესაბამისად უცნობია, აპირებენ თუ არა ე.წ. მისაზღვრეები სამუშაოების გაგრძელებას.