საოკუპაციო ძალები წნელისთან საკუთარ ბლოკ-პოსტს განათავსებენ - Palitra News

საოკუპაციო ძალები წნელისთან საკუთარ ბლოკ-პოსტს განათავსებენ

2019-08-30 18:23:09+04:00

სოფელ წნელისთან, რომელიც ჩორჩანას მოსაზღვრე სოფელია საოკუპაციო ძალები ე.წ. პოლიციის ბლოკ-პოსტს განათავსებენ. გადაწყვეტილება ოკუპირებილი ცხინვალის რეგიონის ე.წ. პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა მიიღო. ამასთან როგორც ბიბილოვი ამბობს, მათი პოზიცია უცვლელი რჩება - ქართულმა მხარემ უნდა აიღოს თავისი პოსტი. ამასთან როგორც ე.წ. პრეზიდენტი აღნიშნავს, ბლოკ-პოსტის განთავსება იმ მიზანს ემსახურება, რომ ხალხმა სოფელში თავი დაცულად იგრძნოს.