"ევროპული საქართველოს" წევრის აკაკი ბობოხიძის ინფორმაციით, საოჯახო სასტუმროებს წყლის ტარიფი შესაძლოა 13-ჯერ გაეზარდოთ. ბობოხიძის განცხადებით, საოჯახო ტიპის სასტუმროებისთვის წყლის კომერციული ტარიფის დაწესება დამღუპველი იქნება იმ უზარმაზარი სეგმენტისთვის, რომელსაც წარმოადგენს საოჯახო ტურიზმი. დეპუტატი არ გამორიცხავს, რომ ცვლილებების მიღების შემთხვევაში რეგიონებშიც იგივე მოხდება და შესაძლოა, იგივე შეეხოს ბუნებრივ აირს და ა.შ.