კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ვითარებიდან გამომდინარე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" ახალ პროგრამას აამოქმედებს. თანადაფინანსების მექანიზმის მიზანია ხელი შეუწყოს საოჯახო, მცირე და საშუალო ტიპის სასტუმროებს კომერციული ბანკების წინაშე ფინანსური ვალდებულებების შემსუბუქებას და მათი ოპერერირების გაგრძელებას ბაზარზე.
კერძოდ, აღნიშნულ ინდუსტრიაში მოქმედი ის მეწარმე სუბიექტები, რომელთაც კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ვითარებიდან გამომდინარე არ აქვთ შესაძლებლობა უზრუნველყონ კომერციულ ბანკში აღებული სესხის საპროცენტო სარგებლის გადახდა, 80%-ს სააგენტო დაუფინანსებს. ხოლო უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხის შემთხვევაშ, 70%-იანი თანადაფინასება მოხდება.
თანადაფინასების მექანიზმის ფარგლებში, სესხის მაქსიმალური მოცულობა შეადგნს 1 მლნ ლარს, ეროვნულ ვალუტაში გაცემული სესხის შემთხვევაში. 300 ათას ლარს დოლარში გაცემული სესხის შემთხვევაში. ხოლო ევროში გაცემული სესხის შემთხვევაში - 250 ათას ლარს.