სანზონაში გარდაცვლილი 4 წლის გოგონას დედის, ლელა ქსოვრელის სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვა დღეს დაიწყება.როგორც საქმის პროკურორმა გასულ სხდომებზე განაცხადა, გარდაცვლილ ბავშვს სხეულის სხვადასხვა ადგილებზე ჰქონდა დაზიანებები, რაც მასზე დედის მხრიდან სისტემატიურ ძალადობაზე მიუთითებს.შეგახსენებთ, რომ ლელა ქსოვრელი შემაკავებელი ორდერის პირობების დარღვევისთვის დააკავეს, თუმცა, გამოძიების მიმდინარეობისას, მას პროკურატურამ ბრალი დაუმძიმა. გამოძიებით ინფორმაციით ლელა ქსოვრელმა თავის არასრულწლოვან შვილს თავის არეში მიაყენა სიცოცხლისთვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანებები. შეგახსენებთ შემთხვევა 2019 წლის 22 იანვრას მოხდა.