სანზონაში გარდაცვლილი 4 წლის ბავშვის დედას, ლელა ქსოვრელს ბრალი დაუმძიმეს. ტაბატაძისთვის წარდგენილი ახალი ბრალდება სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს, რამაც არასრულწლოვნის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. ამასთან, დაცვის მხარეს სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა გადაეცა. სწორედ აღნიშნულის შემდეგ, დაუმძიმეს ქსოვრელს ბრალი.
შეგახსენებთ, რომ 22 იანვარს, სანზონაში 4 წლის ბავშვი გარდაიცვალა. სამართალდამცავებმა გარდაცვლილი გოგონას დედა, ლელა ქსოვრელი შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევისთვის დააკავეს, მას არასრულწლოვანთან კონტაქტი ეკრძალებოდა. ქსოვრელს აღკვეთის ღონისძიების სახით სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა. აღნიშნულ საქმეზე წინასასამართლო სხდომა 7 მარტს არის ჩანიშნული.