სანზონაში 4 წლის ნინო ზალინაშვილის გარდაცვალების ფაქტზე დაკავებული, დაღუპული გოგონას დედა ლელა ქსოვრელი საქმის პროკურორს ციხიდან მუქარის წერილებს უგზავნის. წერილში ქსოვრელი ჟორჟოლაძეს უკანონო დაკავებაში ადანაშაულებს. ჟორჟოლაძე მასსა და ქსოვრელს შორის მიმოწერას ადასტურებს, თუმცა, შინაარსზე არ საუბრობს.
თბილისის საქალაქო სასამართლოში ლელა ქსოვრელის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. სხდომაზე ბრალდების მხარის მტკიცებულებებს გამოიკვლევენ.
შეგახსენებთ, რომ ლელა ქსოვრელი, რომელიც გარდაცვლილი გოგონას დედაა, შემაკავებელი ორდერის პირობების დარღვევისთვის დააკავეს, თუმცა, გამოძიების მიმდინარეობისას, მას ბრალი დაუმძიმდა.