სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დაწესებულებების ტერიტორიაზე მოქმედ ტაძრებში საზეიმო ღვთისმსახურება ჩატარდა. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესის და უნეტარესის ილია მეორის ინიციატივით, უკვე რამდენიმე წელია, შობის დღესასწაულზე, 6 იანვრის ღამეს, ფანჯრებზე მორწმუნეები ანთებულ სანთელს დგამენ. პატრიარქის ინიციატივას სხვადასხვა პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფი მსჯავრდებულებიც შეუერთდნენ და შობის დადგომისას საკუთარი საკნების ფანჯრებთან სანთლები აანთეს. შობის ღამეს გლდანის Ν8 სასჯელაღსრულების დაწესებულების გადაღების შესაძლებლობა PALITRATV.GE-ს მიეცა.