სანტა-კლაუსმა საშობაო სეზონი ოფიციალურად გახსნა. მშობლიურ სოფელში, რომელიც ფინეთის ჩრდილოეთით მდებარეობს, სანტამ მიმართვაც გაავრცელა. მან ტრადიციულად სიკეთესა და მზრუნველობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
შეგახსენებთ, ყოველ წელს, სანტას სოფელს ათასობით ადამიანი სტუმრობს, რათა შეხვდეს მას და მის ელფებს. გარდა ამისა, სანტა ყოველ წელს 30 000-ზე მეტ წერილს იღებს ბავშვებისგან, რომლებიც მთელი მსოფლიოდან გზავნიან სურვილებს. 23 დეკემბერს კი სანტა-კლაუსი ჩრდილოეთის ირემთან ერთად მსოფლიოს გარშემო მოგზაურობას თავად იწყებს.