ავტობუსის ზოლზე სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა ან გაჩერება გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 100 ლარით, ხოლო ველობილიკზე იგივე ქმედება გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარით, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილება თბილისის მერიის ინიციატივით განხორციელდა და რამდენიმე დღის წინ ამოქმედდა. კახა კალაძემ საქართველოს პარლამენტს მადლობა გადაუხადა ცვლილებათა პაკეტის მხარდაჭერისთვის.