სანკტ-პეტერბურგში, მეტროსადგურში განხორციელებული ტერაქტის მომწყობის, აკბარჟონ ჯალილოვის მშობლები ჩავიდნენ. ისინი ყირგიზეთის ქალაქ ოშიდან გამოფრინდნენ, სადაც თვითმკვლელი ტერორისტის საცხოვრებელი სახლი მდებარეობს. 23 წლის აკბარჟონ ჯალილოვის მშობლებმა აეროპორტში ჟურნალისტებთან საუბარი არ ისურვეს. მათ მხოლოდ ის აღნიშნეს, რომ არ იციან თუ რა კითხვებს დაუსვამს მათ გამომძიებელი. ყირგიიზეთის ქალაქ ოშიდან სანკტ-პეტერბურგში აკბარჟონ ჯალილოვის მშობლები მას შემდეგ ჩავიდნენ, რაც ისინი გამოძიებამ დაკითხვაზე დაიბარა. პარალელურად სამართალდამცველებმა თვითმკვლელი ტერორისტის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს და ქალაქ ოშში მისი მეზობლები გამოკითხეს.