პირველი ოქტომბრიდან ესთეტიკური ცენტრებისა და სილამაზის სალონების რეგისტრაცია სავალდებულო ხდება. ცვლილება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ კანონში შედის. ცვლილებების შესაბამისად, ინფექციების პრევენციის მიზნით ესთეტიკური და კოსმეტიკური ცენტრები პირველ ოქტომბრამდე ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში უნდა დარეგისტრირდნენ. ჯანდაცვის სამინისტრომ ტექნიკურ რეგლამენტზე მუშაობა გასულ წელს დაასრულა. მასში განისაზღვრა ის სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები, რომლებსაც ესთეტიკის ცენტრები და სილამაზის სალონები უნდა აკმაყოფილებდნენ.