სანელებლებს გააჩნია ანტიმიკრობული, ანთების საწინააღმდეგო, მოქმედება, ისინი იმუნომოდულატორებია, თუმცა ნატურალური სანელებლები საკმაოდ ძვირადღირებული პროდუქტებია და ხშრია მისი ფალსიფიკაციის ფაქტები. მათ გასაყალბებლად ყველაზე ხშირად დაფხვნილ აგურს, სახამებელს, ფქვილს, სხვადასხვა მცენარეს და საღებავებს იყენებენ. ბოლო დროს არაერთხელ გამახვილდა ყურადღება სანელებლებში ტყვიის არსებობაზე, ნიუ-იორკის ჯანდაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ნიუ-იორკში მცხოვრები ქართველების საყოფაცხოვრებო პირობების შესწავლის შემდეგ აღმოაჩნეს, რომ სანელებლები, რომელიც საქართველოდან ქონდათ ჩატანილი, დიდი რაოდენობით ტყვიას შეიცავდა. აღნიშნული შესწავლა კი აუცილებელი მას შემდეგ გახდა, რაც ნიუ-იორკში მცხოვრები რამდენიმე ქართველის სისხლში, ტყვიის მაღალი შემცველობა გამოვლინდა. ტყვია განსაკუთრებით სახიფათოა ადამიანის ჯანმრთელობისთვის.