14:21
17 ოქტომბერი, 2019, ხუთშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ტყვიის საფასური
სანდრო ახმეტელის 222 მტანჯველი დღე და გზა თეატრამდე - "გამგზავრების წინა დღეს, ტრავმაის ბორბლებმა გათელეს მოზარდის სხეული..."
01-09-2018

1886 წლის 14 აპრილს  სიღნაღის რაიონში, სოფელ ანაგაში დაიბადა ყველასთვის ცნობილი და საყვარელი რეჟისორი, სახალხო არტისტი ალექსანდრე, იგივე სანდრო ახმეტელი. მისი  თეატრალური კარიერა 1910 წელს დაიწყო. მაშინ დადგა პირველი სპექტაკლი „ღალატი“. თვითონვე იზრუნა გრიმსა და კოსტიუმებზე. მრავალმხრივ ნიჭიერმა 1912 წელს სწავლა განაგძრო პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე. ის თბილისის ქართულ თეატრში რეჟისორად მიიწვიეს.  1923 წლიდან 1935 წლამდე იკავებდა რუსთაველის თეატრში რეჟისორის ადგილს, კოტე მარჯანიშვილის მიწვევით.

რუსთაველის თეატრში შეხვდა მისი ცხოვრების უკანასკნელ და უდიდეს სიყვარულს, თამარ წულუკიძეს. დიდ რეჟისორს თავდავიწყებით შეუყვარდა თავისზე 17 წლით უმცროსი თამარი. ამ ტრაგიკული ბედის მქონე ქალთან ურთიერთობას უშლიდნენ დიდ რეჟისორს თეატრალები.

როდესაც სანდრომ თამარის ცოლად შერთვის სურვილი გაახმაურა, რუსთაველის თეატრის მსახიობებმა წინააღმდეგობის გაწევა სცადეს. როგორც ხორავას მოგონებებიდანაა ცნობილი, სანდროს თავის გუნდისთვის უთხოვია „მაჩუქეთ მე ეს ქალიო“. თეატრალებმა დიდი სიყვარულის წინააღმდეგ ბრძოლას თავი მიანებეს. წყვილმა იქორწინა და ვაჟი შეეძინათ. მამის მოსახელე, სანდრო.
 
თავისუფლების უსაზღვრო მოყვარულმა ახმეტელმა 1930 წელს დადგა საბედისწერო სპექტაკლი „ლამარა“. წარმატებულ წარმოდგენას დაესწრო სტალინიც. ქართული ეროვნული სულისკვეთების ოსტატური რეჟისურა, დაუწუნეს ტირანებმა სანდროს. საბჭოთა ხელისუფლება ითხოვდა რობაქიძის პიესის მოხსნას რეპერტუარიდან. ახმეტელი არ დაემორჩილა. ამის შემდეგ. 1933 წელს, ის მაყურებლის წინაშე ახალი სპექტაკლით წარსდგა, მან სცენაზე გააცოცხლა შილერის „ყაჩაღები“, სადაც ყაჩაღთა ბრბო უპირისპირდება ტირანიას...  

AutoPlay
"იხსენებდა, სიმწრის შვილი ვერ ვნახე, 45 წელი მივილტვოდი ცოლისა და შვილისკენო..." - რეპრესირებული პოეტ ლადო სულაბერიძის რთული გზა
07-02-2019
ერთიანობას შეწირულ სამანის ლიდერი და პოეტი გიორგი ძიგვაშვილი: "ბევრი ცრემლს ითხოვს, ბევრიც შენდობას, აქ საქართველოს სძინავს გარდასულს..."
31-01-2019
"ჩემი სიკვდილი გამარჯვებას მოუტანს საქართველოს" - კოტე აფხაზის სამაგალითო ღვაწლი სამშობლოსთვის
24-01-2019
პატრიოტი, რომელსაც 5 თვე აწამებდნენ და რომლის დახვრეტის მიზეზი პატეფონი გახდა - ყანდარელის შეკერილის საქმის დეტალები
17-01-2019
სისხლიან ბოლშევიკებს, 1924 წლის აჯანყებას შეწირული დეკანოზი პანტელეიმონ გედევანიშვილი
15-12-2018
"საშინელ წამებას გაუძლო, ხან წყალში ჩაგვაყენებდნენ, ხან დაგვკიდებდნენო" - გადასახლებას გადარჩენილი სომეხი, რომელიც უფრო დიდი ქართველი იყო, ვიდრე ბერია, სტალინი ან სხვა ტირანები
08-12-2018
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები