სანდრა რულოვსი ზუგდიდში კარდაკარის მეთოდით წინასაარჩევნო კამპანიას განაგრძობს. გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი კახათის მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრაზე მან სოფელში არსებულ პრობლემებზე ისაუბრა და ყურადღება ლაზიკის მშენებლობის აუცილებლობაზე გაამახვილა. ასევე რულოვსი მოსახლეობას ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამების განახლებული პაკეტების სამომავლო გეგმებზეც ესუბრა.