ზუგდიდის მერობის კანდიდატი სანდრა რულოვსი და გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლები ზუგდიდელ ახალგაზრდებს შეხვდნენ. პარტია "ნაციონალური მოძრაობის" პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრა-დისკუსია 9 აპრილის შეეხებოდა. პარტიაში აცხადებენ, რომ შეხვედრაზე პატივი მიაგეს 9 აპრილის გმირებს, ისაუბრეს 9 აპრილზე, როგორც ტრაგედიაზე და ამავდროულად გამარჯვებაზე, რადგან 2 წლის შემდეგ, 9 აპრილს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა გამოცხადდა.