2020 წლის აპრილში საქართველოში სანავთობო ბიტუმის იმპორტმა 3 ათას 500 ტონა შეადგინა, რაც 3 ათასი ტონით ანუ 46,1%-ით ნაკლებია მარტის მაჩვენებელთან შედარებით და 10 ათას 800 ტონით ანუ 7,3%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით. ამის შესახებ ინფორმაციას ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი ავრცელებს.
მათივე ცნობით, აქედან იმპორტის 85,7% აზერბაიჯანის რესპუბლიკიდან განხორციელდა, 8,6% - სომხეთიდან, 2,9% - ირანის ისლამური რესპუბლიკიდან და 1,1% - რუსეთიდან.
ამასთან, მიმდინარე წლის იანვარ-აპრილში სანავთობო ბიტუმის იმპორტმა 17 ათას 800 ტონა შეადგინა, რაც 12 ათას 200 ტონით ანუ 40,7%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით.
ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, სანავთობო ბიტუმის იმპორტის შემცირება პირდაპირ კავშირშია COVID 19-დან გამომდინარე შეზღუდვებთან. რადგან, ამის გამო ირანის ისლამური რესპუბლიკიდან ქვეყანაში პროდუქციის იმპორტის განხორციელება ვეღარ ხდება.