2019 წლის ნოემბერში საქართველოში საავიაციო ნავთის იმპორტმა 9 ათას 200 ტონა შეადგინა, რაც 7 ათას 100 ტონით აღემატება ოქტომბრის მაჩვენებელს. ამის შესახებ ინფორმაციას ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი ავრცელებს.
მათივე ცნობით, მიმდინარე წლის 1-ლი 11 თვის განმავლობაში საავიაციო ნავთის იმპორტმა 92 ათას 200 ტონა შეადგინა, რაც 400 ტონით ანუ 0.4%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით.
სანავთობო ბიტუმის იმპორტი მიმდინარე წლის იანვარ-ნოემბერში 70 ათასი ტონით ანუ 74,8%-ით გაიზარდა და 163 ათას 600 ტონა შეადგინა. ამასთან, საანგარიშო პერიოდში გათხევადებული აირების (LPG) იმპორტმა 15 ათას 400 ტონა შეადგინა, რაც 2 ათას 600 ტონით ანუ 20,3%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.