სანატორიუმ "ქართლში" შესახლებულმა დევნილებმა მთავრობის კანცელარიასთან გამაფრთხილებელი აქცია გამართეს.
როგორც აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, თუ უახლოეს პერიოდში ბინებით მათი უზრუნველყოფა არ მოხდება, პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართავენ.
დევნილები ამბობენ, რომ საცხოვრებელი კორპუსი ყოველდღიურად ინგრევა, მათ სიცოცხლეს კი სერიოზული საფრთხე ემუქრება.
მთავრობამ კორპუსში მცხოვრებლებს უკვე შესთავაზა ქირით უზრუნველყოფა, თუმცა ეს პირობა დევნილებისთვის მიუღებელია.