სანატორიუმ "ქართლში" მცხოვრები იძულებით გაადადგილებული პირები დღეს 5 საათზე ბრიფინგს აანონსებენ. მათი თქმით, აღნიშნულ ბრიფინგზე ყველა კითხვას პასუხი გაეცემა.
ამასთან,როგორც მათ აღნიშნეს, აქციები დროებით შეჩერებულია, რადგან გარდაცვლილ მამაკაცს პატივი მიაგონ. ასევე, აფხაზეთიდან დევნილები უარს ამბობენ სახელმწიფოს დახმარებაზე, რომელიც გარდაცვლილის დაკრძალვის ხარჯებით უზრუნველყოფას გულისხმობს.