თბილისის ზღვაზე მდებარე სანატორიუმ „ქართლის“ მდგომარეობის შესასწავლად ადგილზე ევროკავშირის წარმომადგენლები მივიდნენ.
ცნობისთვის სანატორიუმ „ქართლში“ შესახლებული დევნილები ალტერნატიული ფართების გამოყოფას ითხოვენ.
მათი განცხადებით, კორპუსი, რომელშიც ისინი ცხოვრობენ, ავარიულია და საფრთხე ყოველდღიურად იმატებს.
ამასთან, შეგახსენებთ, რომ 16 იანვარს თბილისის ზღვაზე მდებარე სანატორიუმ „ქართლის“ შენობიდან ერთ-ერთი დევნილი მამაკაცი გადმოხტა და გარდაიცვალა. ადგილობრივების ინფორმაციით, მამაკაცი სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველ პირობებში ცხოვრებას დიდი ხანი აპროტესტებდა.