კოპენჰანგენის და ბრედფორდის უნივერსიტეტების თანამშრომლებს მიაჩნიათ, რომ ტატუირება მავნებელია. საშიშროების შემცველია ტატუირების დროს გამოყენებული საღებავები. ისინი კანცეროგენებს წარმოადგენს და არა მარტო კიბოს, არამედ სხვა დაავადების პროვოცირებაც შეუძლია. საღებავები შეიცავს ვერცხლისწყალს (წითელი) და კობალტს (ლურჯი, მწვანე). 21 პოპულარული სახეობის საღებავიდან ტოქსიური ნივთიერება 13-ში გამოვლინდა.