ბრმა ნაწლავის სხეულის უმნიშვნელო ნაწილად მიიჩნევა. მას მხოლოდ მაშინ იხსენებენ, როდესაც ადამიანს აპენდიციტი უვითარდება. თუმცა, ახალი კვლევის თანახმად, აპენდიქსს მნიშვნელოვანი როლი აკისრია. მეცნიერებმა გამოიკვლიეს ადამიანის აპენდიქსის ევოლუცია ძუძუმწოვრების 533 სახეობის კუჭ-ნაწლავის ტრაქტის თავისებურებების მოანაცემების გამოყენებით. აღმოჩნდა, რომ აპენდიქსი დაკავშირებულია ბრმა ნაწლავში ლიმფოიდური ქსოვილის მაღალ კონცენტრაციასთან. აქედან გამომდინარე, მეცნიერები ვარაუდობენ, რომ აპენდიქსი მნიშვნელოვანია იმუნური სისტემის მუშაობისთვის, დამატებითი დამცველობითი ელემენტის სახით. აპენდიქსში შეიძლება შენარჩუნდეს სასარგებლო ბაქტერიები, რაც იმას ნიშნავს რომ ეს ზოგადი, ფართო კომპლექსის მნიშვნელოვანი ნაწილია.