სანამ მე ამ ქალაქის მერი ვარ, ვერასდროს ვერავინ გაბედავს, რომ ამ ქალაქში რეკრეაციული სივრცეები გააოხროს, გააუბედუროს და მის მაგივრად მშენებლობები განახორციელოს, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე, რეკრეაციული სივრცეების მნიშვნელობაზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, მისმა მთავრობამ რეკრეაციული სივრცეების ხარჯზე მშენებლობებს წერტილი დაუსვა.