"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა განცხადებით მუდმივად იყო რუსთაველის პერიპეტიების ოპოზიციაზე გადაბრალების მცდელობები. გიგი უგულავა პარალლელს 9 აპრილთან ავლებს და აღნიშნავს, რომ 9 აპრილის შემდეგაც პირველი ოფიციალური ხაზი იყო ეროვნული მოძრაობისთვის, მათი ლიდერებისთვის, გადაბრალება და ამ მიმართულებით დისკუსიების გადატანა. აქედან დაწყებული ეგ ნაცადი ხერხი გახდა. უგულავას თქმით, ახლაც ასე იქნება. პოლიტიკოსები ყველაფერზე გამათობენ , თუმცა სანამ ხალხისთვის 20 ივნისის ტრაგედია ჯერ ძალიან ღია ჭრილობაა, როცა მთავრობა ჯერ „კუდიანებზე“ ნადირობს, კინკლაობა და ხელის გაშვერა ძალიან ცუდად გამოიყურება.